Thumbnail

კარასკო გახსოვთ? ჩინეთში თამაშობს და გოლები კუთხურიდან გააქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიანძინ ტედა 3:3 დალიან იფანი
  • კარასკომ კუთხურიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა
  • ბელგიელი ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა

ჩინეთის სუპერლიგის მე-19 ტურში იან ფერეირა კარასკოს დალიან იფანმა ტიანძინ ტედასთან ფრედ, 3:3 ითამაშა. ბელგიელმა ფეხბურთელმა მატჩში დუბლი შეასრულა.

კარასკომ 26-ე წუთზე ანგარიში კუთხურიდან ჩახვეული გოლით გახსნა. ბელგიელმა ბურთი კარისკენ გაუშვა და იან ქიპენმა ტიანძინ ტედა ვერ გადაარჩინა. კარასკოს ჩინეთის სუპერლიგაში 13 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.

დალიან იფანს ესპანელი რაფაელ ბენიტესი წვრთნის, რომელმაც ნიუკასლიდან ჩინეთში სალომონ რონდონი გადაიყვანა. ბენიტესმა ვენესუელელი ფეხბურთელი სადებიუტო მატჩში ცვლილებაზე შეიყვანა და რონდონმა 84-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები