Thumbnail
  • 23 ივლისი | ⌚ 21:30 | ⚽ საბურთალო (საქართველო) V დინამო (ხორვატია)
  • თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
  • საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელის პრესკონფერენცია

საბურთალომ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და წინ ზაგრების დინამოსთან 2-მატჩიანი დუელი ელოდება. პირველი დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 ივლისს შედგება. თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა…

გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

“კარგია, რომ ზაგრების დინამოს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება და მათ შორის დანი ოლმო. თუმცა, ამ გუნდში ძირითადად ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ და ფაქტია, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს. 

საბურთალო შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ასე იქნება ზაგრების დინამოსთანაც. ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მეტოქე ამის საშუალებას. ფაქტია, რომ საბურთალოს ასეთ ძლიერ გუნდთან აქამდე არასდროს უთამაშია. საინტერესოა, რა შეუძლია ჩემ გუნდს ასეთ შეხვედრებში.

ვნახე შერიფთან საპასუხო შეხვედრა და დასკვნებიც გამოვიტანე. მეტოქის შეუფასებლობას ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი. ასე რომ ყოფილიყო, 0:3-დან ვეღარ შემოვატრიალებდით თამაშს. ჩემი აზრით, პირველ წუთებში უბრალოდ არ გაგვიმართლა. მთლიანად გუნდმა ითამაშა ცუდად და არა კონკრეტულმა ფეხბურთელებმა”.

კომენტარები

ბოლო ამბები