Thumbnail

საბურთალოს უკვე მოუგეს? ზაგრების დინამო საქართველოს ჩემპიონს პატივს არ სცემს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ზაგრების დინამოს ფეისბუქი III საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე
  • 23 ივლისს საბურთალო ზაგრების დინამოს მასპინძლობს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა საბურთალოს მეტოქის ვინაობა იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს ჩემპიონი ზაგრების დინამოს გაცდება და ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე გააგრძელებს და იმ შემთხვევაშიც, თუ საბურთალო ევროპალიგაზე გადაერთვება. 

წილისყრის შედეგებს ჩვენთან ერთად ინტერესით ელოდნენ ზაგრებშიც. შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს საბურთალო II საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს "მიხეილ მესხზე" მასპინძლობს, საპასუხო მატჩი კი ხორვატიაში 30 ივლისს გაიმართება.

[UEFA CHAMPIONS LEAGUE] GNK Dinamo će u trećem pretkolu Lige prvaka, u slučaju prolaska, igrati protiv pobjednika...

Posted by GNK Dinamo Zagreb on ორშაბათი, 22 ივლისი, 2019

უეფას წილისყრამ საბურთალოსა და ზაგრების დინამოს წყვილის გამარჯვებულს მალტის ლა ვალეტასა და ფერენცვაროშს შორის მოგებულს შეახვედრა. ეს თამაშები აგვისტოში გაიმართება.
ზაგრების დინამოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წილისყრის შესახებ დაწერეს:

"ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შევხვდებით ფერენცვაროშისა და ლა ვალეტას წყვილის გამარჯვებულს". როგორც ხედავთ, საბურთალო ნახსენებიც არაა. თითქოს, ხორვატულ კლუბს გარანტირებული აქვს ქართული ბარიერის გავლა. ეს კი, სულ მცირე, მეტოქის უპატივცემულობაა. 

ხორვატები თბილისში მოდიან

აღსანიშნავია, რომ დინამოს ოფიციალურ საიტზე ასე არაა: "თუ დინამოს ფეხბურთელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ საბურთალოს დაამარცხებენ, შემდეგ ეტაპზე ლა ვალეტასა და ფერენცვაროშს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან". 

P.S. ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ქართველმა ფანებმა კომენტარები დაწერეს აღნიშნულ სტატუსზე და ზაგრების დინამოს ხელმძღვანელობამაც სტატუსი ჩაასწორა. 

კომენტარები

ბოლო ამბები