Thumbnail
  • ედენ აზარი რეალის ახალი სუპერვარსკვლავია
  • მარსელოს ნეიმარი ბელგიელზე უკეთეს ფეხბურთელად მიაჩნია

შარშანდელი ზაფხულისგან განსხვავებით, მადრიდის რეალმა წელს მეგა-ტრანსფერი განახორციელა: ‘სამეფო კლუბის’ ახალი სუპერვარსკვლავი ედენ აზარია, რომელიც მადრიდელებმა ლონდონის ჩელსიდან 100 მილიონ ევროდ შეიძინეს. მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და რეალის ფანები 28 წლის ბელგიელის ტრანსფერით აღფრთოვანებულები არიან.

ახლა, აზარის შესახებ რეალის მარცხენა მცველმა, მარსელომ ისაუბრა. ბრაზილიელმა ბელგიელი შეაქო და აღნიშნა, რომ მისი აზრით აზარი მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა, მაგრამ იქვე დაამატა, ნეიმარს ბელგიელზე უკეთეს მოთამაშედ მიიჩნევს.

'როცა მცველი ხარ და ნეიმარის წინააღმდეგ თამაშობ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები!'

“მართალია, მათი ერთმანეთისთვის შედარება არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ნეიმარი უკეთესია. ნეიმარი აზარზე არაპროგნოზირებადი შემტევია, მისი გაკონტროლება გაცილებით რთულია. როცა მცველი ხარ და ნეიმარის წინააღმდეგ თამაშობ, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები. მის წინააღმდეგ თავის დაცვა უფრო ძნელია. ნეიმარის რეალში გადმოსვლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, მაგრამ ასეთ რაღაცებს მე არ ვწყვეტ,” - განაცხადა მარსელომ YouTube-ის არხ De Sola-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს და ფრანგული გრანდიც მზადაა, ბრაზილიელი გაყიდოს. პარიზელები გრანდებისგან შესაბამის შეთავაზებებს ელოდებიან. გავრცელებული ცნობების თანახმად, ნეიმარისთვის ნომერ პირველი არჩევანი ბარსელონაა, მაგრამ თუ კატალონიურ გრანდში ტრანსფერი არ გამოვა, რეალის, იუვენტუსის (გეგმა B) და მიუნხენის ბაიერნის (გეგმა C) ვარიანტებსაც განიხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები