Thumbnail

ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა - ევროპალიგის წილისყრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა
  • თბილისის დინამოს, საჩხერის ჩიხურას და საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ტურნირის მონაწილე ქართული კლუბების - თბილისის დინამოსა და საჩხერის ჩიხურას პოტენციური მეტოქეები გაირკვნენ.

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 აგვისტოს ჩატარდება. გამარჯვებული გუნდები ტურნირის პლეი ოფში იასპარეზებენ.

დინამო თბილისი

ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში, თბილისის დინამო მესამე ეტაპზე ჰოლანდიურ ფეიენოორდს შეხვდება.

იქამდე დინამოელებმა ჯერ აზერბაიჯანული გაბალას ბარიერი უნდა დაძლიონ, რომელსაც 25 ივლისს სტუმრად, 1-ელ აგვისტოს კი შინ დაუპირისპირდებიან. შეგახენებთ, რომ თბილისის დინამომ ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორულ ენგორდანს ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო.

საჩხერის ჩიხურა

თუკი მეორე ეტაპზე შოტლანდიური აბერდინის ბარიერს დაძლევს, საჩხერის ჩიხურა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატულ რიეკას შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ სოსო ფრუიძის გუნდმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ფოლას შინ და სტუმრად ერთნაირი ანგარიშით, 2:1 სძლია, მეორე ეტაპზე კი აბერდინს შინ 25 ივლისს მიიღებს, 1-ელ აგვისტოს კი სტუმრად შეხვდება.

საბურთალო

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა შეიძლება ითამაშოს - საქართვველოს ჩემპიონმა საბურთალომ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების დინამოს უნდა დაუპირისპირდეს.

ხორვატებთან წარუმატებლობის შემთხვევაში, საბურთალო ევროპალიგაში გადაინაცვლებს და აქ მისი მეტოქე არარატ-არმენიასა (სომხეთი) და ლინკოლნის (გიბრალტარი) წყვილში მოგებული იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები