Thumbnail

‘ვინმეს რამე არ ატკინო, შაქ!’ - დიდი შაქილ ო’ნილი ფესტივალზე ფანებთან ერთად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ვიდეოებში ნახავთ, როგორ ერთობა კალათბურთის ლეგენდა შაქილ ო’ნილი ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე 'Tomorrowland', რომელიც ბელგიაში მიმდინარეობს. ორლანდო მეჯიქის, ლოს ანჯელეს ლეიკერსისა და მაიამი ჰიტის 47 წლის ლეგენდა (სიმაღლე: 2,16 მეტრი) ამერიკული ბენდის, Kill the Noise-ის გამოსვლისას ფანებში გაერია.

ბენდმა სცენიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა კომენტარით: “გთხოვ, ვინმეს რამე არ ატკინო, შაქ!”

აღსანიშნავია, რომ NBA-ს ლეგენდა (ჩემპიონი 2000, 2001, 2002 და 2006 წლებში) აქტიური სპორტული კარიერის დროს რეპერობდა, ახლა კი, DJ Diesel-ის სახელით ამ ფესტივალის Line-up-შიცაა. შაქილ ო’ნილს უკვე ჰქონდა ერთი გამოსვლა და მომდევნო პარასკევსაც ავა სცენაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები