Thumbnail

7-კაცა | საქართველომ ტურნირი პორტუგალიასთან მარცხით დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 7-კაცა: საქართველო 19:40 პორტუგალია
  • საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 3 ლელო დაუდო
  • ზაალ ლეჟავას გუნდმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთში, ლოძის გრანპრი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე მოგებული 2 მატჩის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

7-კაცა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ინგლისს 21:12 სძლია, ხოლო რუსეთის ნაკრები მესამე ტურის მატჩში 5 ქულით, 22:17 დაამარცხა.

მეტოქე ლოძის გრანპრის მეოთხედფინალში მეტოქე იტალიის ნაკრები იყო. 'ბორჯღალოსნები' იტალიასთან 7:12 დამარცხდნენ. ამის შემდეგ ზაალ ლეჟავას გუნდმა უელსთან დაძაბულ ბრძოლაში, 3 ქულით, 14:17 წააგო.

მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველო პორტუგალიას შეხვდა და 21 ქულით წააგო. პორტუგალიამ 40:19 გაიმარჯვა. ლელოები იოანე ხელაიას, ბექა წიკლაურისა და რამაზ ხარაზიშვილის ანგარიშზეა. 7-კაცა ნაკრებმა ლოძის გრან პრი მე-8 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრების სამივე ლელო პორტუგალიასთან 🇬🇪💥

საქართველოს ნაკრების სამივე ლელო პორტუგალიასთან 🇬🇪💥

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 21 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები