Thumbnail
  • გიოტებორგი 1:0 ესკილსტუნა
  • ხარაიშვილის გუნდი მე-5 ადგილზე გადავიდა

გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგმა შვედეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ესკილსტუნას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა, რითიც მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 38-ე წუთზე გაიტანეს - გიორგი ხარაიშვილის გადაცემით რობინ სოდერმა იხეირა.

სტუმრები ტაიმის ბოლო წუთზე 10 კაცით დარჩნენ და გიოტებორგმაც ამ სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. ხარაიშვილისთვის ეს მე-5 საგოლე პასია. გიორგის შვედეთის მიმდინარე ჩემპიონატში ამ დროისთვის ყველაზე მეტი ასისტი აქვს. ქართველი ლეგიონერის გუნდის მომდევნო მეტოქე ნორჩოპინგი იქნება, რომელსაც საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები