Thumbnail
  • საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: იუვენტუსი 2:3 ტოტენჰემი
  • გოლები: 0:1 ლამელა (31), 1:1 იგუაინი (56), 2:1 კრიშტიანო რონალდო (60), 2:2 ლუკას მოურა (65), 2:3 კეინი (93)

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშების ფარგლებში, რომელიც ტესტ-მატჩებისგან შედგენილი ტურნირია, ტოტენჰემმა სინგაპურში ტურინის იუვენტუსი დრამატულ მატჩში 3:2 დაამარცხა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა პირველი ტაიმი ერიკ ლამელას გოლით მოიგო, მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში იუვემ თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა, მაგრამ ტოტენჰემი დაბრუნდა და მატჩი ჰარი კეინის დაუჯერებელი გოლით მოიგო, რომელიც ინგლისელმა გოლეადორმა 93-ე წუთზე გაიტანა!

📺 კეინმა ვოიცეხ შჩესნის მოედნის ცენტრიდან გაუტანა!

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის რიგებში ადრიან რაბიოს და მატეის დე ლიხტის დებიუტი შედგა, გონსალო იგუაინი კი, რომელიც წინა სეზონში ლონდონის ჩელსიში იყო განათხოვრებული, იუვეში გოლით დაბრუნდა. თუმცა, არგენტინელს 9-ნომრიანი მაისურა არ დაუბრუნეს, 21-ე ნომრით თამაშობა და დიდი ალბათობით, ტურინულ გრანდს დატოვებს.

მაურიციო სარიმ იუვენტუსი 4-3-3 სქემით ათამაშა

იუვენტუსი 2:3 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 ლამელა (31), 1:1 იგუაინი (56), 2:1 კრიშტიანო რონალდო (60), 2:2 ლუკას მოურა (65), 2:3 კეინი (93)

იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი (46. შჩესნი) - ჟოაო კანსელო, ბონუჩი (63. დე ლიხტი), რუგანი (46. დემირალი), დე შილიო - ემრე ჯანი (46. რაბიო), პიანიჩი (76. მურატორე), მატუიდი (76. კასტანოსი) - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი (46. იგუაინი), კრიშტიანო რონალდო (63. პერეირა).

ტოტენჰემი (4-4-2): გასანიგა - უოკერ-პეტერსი (71. მარში), ალდერვეირელდი (46. ფოიტი), ტანგანგა (46. ვერტონგენი), გეორგიუ (71. უაითი) - უინკსი (63. როულსი), სკიპი, ალი (46. სისოკო), ლამელა (63. ნდომბელე) - პეროტი (46. კეინი), სონი (46. ლუკას მოურა).

კომენტარები

ბოლო ამბები