Thumbnail

მთელი გუნდის თვალწინ - ლეონარდომ ნეიმარს ყველაფერი უთხრა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანური მედია: ლეონარდომ ნეიმარი ყველას თვალწინ გააკრიტიკა
  • პარი სენ-ჟერმენში პრივილეგირებული აღარავინ იქნება

ნეიმარის უსიამოვნებანი პარი სენ-ჟერმენში გრძელდება. ახალი ინფორმაციით, პარიზული გრანდის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გუნდის გასახდელში, ყველას თვალწინ გააკრიტიკა. ესპანური გამოცემა ‘სპორტი’ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნეიმარზე ლაპარაკისას ლეონარდომ ხმას აუწია და მათ შორის შელაპარაკებაც მოხდა.

ბრაზილიელი ფორვარდი წინა კვირაში პსჟ-ს პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა, რასაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მას მერე არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბს აუცილებლად დატოვებს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, მან თავის აგენტს დაავალა, რომ ან ბარსელონაში გადაიყვანოს, ან მადრიდის რეალში, ან იუვენტუსში, ანაც მიუნხენის ბაიერნში. პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა, რომ შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, ბრაზილიელს გაყიდის.

‘სპორტის’ ინფორმაციით, ლეონარდომ გასახდელში თქვა, რომ ამიერიდან პარი სენ-ჟერმენის თითოეული ფეხბურთელი ერთი და იმავე უფლებებით ისარგებლებს და არავინ იქნება პრივილეგირებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები