Thumbnail

რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი ნოკაუტის შემდეგ ხელოვნურ კომაშია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაქსიმ დადაშევი სუბრიელ მატიასთან ბრძოლის შემდეგ ხელოვნურ კომაშია
  • რომ არა სასწრაფო ოპერაცია, რუსი მოკრივე ალბათ ვერ გადარჩებოდა

პროფესიონალი რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასთან ვაშინგტონში გამართული ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაშია.

სუპერმსუბუქწონიანმა რუსმა მოკრივემ ბრძოლის დროს ზედმეტად მძიმე დარტყმები მიიღო - მისმა მწვრთნელმა ბადი მაკგირტმა რინგზე პირსახოცი მე-11 რაუნდის ბოლოს შეაგდო და დადაშევი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

“ვფიქრობდი, რომ ბრძოლის შეწყვეტა აუცილებელი იყო, რადგან ზედმეტად ბევრი მაგარი დარტყმა მიიღო. თუმცა მაქსიმი მეუბნებოდა, ეს არ გააკეთოო,” - იხსენებს მწვრთნელი.

“იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება,” - უთხრა დადაშევის ფიზ-მომზადების მწვრთნელმა დონატას იანუსევიჩუსმა ESPN-ს.

მაქსიმ დადაშევი პუერტორიკოელ სუბრიელ მატიასთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

აღსანიშნავია, რომ დადაშევი მწვრთნელის მხრიდან დანებების ნიშანს აპროტესტებდა, მაგრამ აშკარად ცუდად იყო. 28 წლის რუს სპორტსმენს კლინიკაში ორსაათიანი ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მისი ხელოვნურ კომაში შეყვანა გახდა საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები