Thumbnail

'ბეილი გუნდიდან მიდის და იმედია ეს მალე მოხდება' - ამბობს ზიდანი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'ბეილის ამბავი მალე გაირკვევა' - ამბობს ზიდანი
  • უელსელი როგორც ჩანს გუნდს მალე დატოვებს...

მადრიდის რეალის და ბაიერნის დაპირისპირების მთავარი ამბავი ედენ აზარის დებიუტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ზიდანის განცხადებამ აზარის დებიუტი გადაფარა.

ბაიერნთან მატჩში რეალის უელსელი ვარსკვლავი - გარეტ ბეილი არ გამოჩენილა, რაზეც ჟურნალისტებმა ზიდანს პრეკსონფერენციაზე ჰკითხეს.

"ბაილი დღეს არ იყო, იმიტომ, რომ გუნდიდან მიდის" - ამბობდა ზიზუ. "იმედია ეს მალე მოხდება, თუ ხვალვე გადაწყდება უკეთესი."

"პერსონალურად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დგება დრო როდესაც რაღაცა სრულდება და უნდა დასრულდეს, გუნდი უნდა შეიცვალოს!"

"ბეილის გარშემო სიტუაცია შეიცვლება, არ ვიცი ეს როდის მოხდება, რამდენიმე დღეში თუ საათში, მაგრამ ცვლილება ყველასთვის სასიკეთო იქნება."

კომენტარები

ბოლო ამბები