Thumbnail
  • AFA-მ არგენტინის ნაკრების ლიდერის ნაცვლად ბოდიში მოიხადა
  • როგორი იქნება კონმებოლის რეაქცია

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) ლიონელ მესის სახელით ბოდიში გაუგზავნა კონმებოლს, რათა არგენტინის ნაკრების ლიდერმა დისკვალიფიკაცია აიცილოს. 

ლიონელ მესი კარიერაში მეორედ კოპა ამერიკაზე, ჩილეს ნაკრებთან გააგდეს, როცა გარი მედელს უხეშობაზე ხელის კვრით უპასუხა. ამის შემდეგ ლეომ კონმებოლი მკაცრად გააკრიტიკა და ეს ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა.

AFA იმედოვნებს, რომ კონმებოლი მესის მიმართ დისციპლინარულ საქმეს დახურავს. არგენტინელები აცხადებენ, რომ ლეოს სიტყვები არ იყო კონკრეტულად რომელიმე ჩინოსნის მიმართ ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიაში გამართულ კოპა ამერიკაზე მე-3 ადგილი დაიკავა. ჩემპიონი კი მასპინძელი ბრაზილია გახდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები