Thumbnail

7-კაცა | საქართველოს მეტოქე ლოძის გრან პრის მეოთხედფინალში ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მე-2 ადგილი დაიკავა
  • ბორჯღალოსნების მომდევნო მეტოქე მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიაა

საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთში, ლოძის გრან პრის ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი მოიგო და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. საქართველომ პირველ შეხვედრაში ინგლისს 21:12 სძლია, ხოლო რუსეთის ნაკრები მესამე ტურის მატჩში 5 ქულით, 22:17 დაამარცხა.

ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილი

საქართველოს ნაკრების მეტოქე ლოძის გრან პრის მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები იქნება, რომელმაც B ჯგუფში უელსისა და მასპინძელი პოლონეთის ნაკრებები დაამარცხა. შეხვედრა 21 ივლისს, 12:06-საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი ევროპას ოფიციალური გვერდი შემოგთავაზებთ.

თუ საქართველო მეოთხედფინალს მოიგებს, ნახევარფინალში ბორჯღალოსნების მეტოქე ესპანეთსა და უელსს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები