Thumbnail

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა რუსეთს მოუგო და ჯგუფში ჩატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რუსეთი 17:22 საქართველო
  • ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები ჯგუფში ჩატოვეს

საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთში, ლოძში ევროპის გრან პრის მეორე, დასკვნითი ეტაპზე მე-2 გამარჯვება მოიპოვა. ინგლისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრების დამარცხებაც მოახერხეს. მათ მეტოქეს 5 ქულით, 22:17 სძლიეს და ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლიეს.

შეხვედრაში რუსები დაწინაურდნენ, მაგრამ რევაზ ხარაზიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც საქართველომ მეტოქეს კიდევ 2 ლელო დაუდო. თავი ჯერ 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დემურ თაფლაძემ გამოიჩინა, ხოლო ტაიმის ბოლოს ოთარ ლაშხიც ლელოთი გამოირჩა.

მეორე ტაიმში რუსეთის ნაკრებმა 2 ლელო დადო, მაგრამ ნიკა გიგაურის მიერ გატანილი ლელოთი საქართველომ უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ, 22:17 მოიგო. საქართველომ რუსეთის ნაკრები ჯგუფში ჩატოვა.

ბორჯღალოსნები 7 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ გერმანიას ჩამორჩნენ, რომელმაც სამივე თამაშის მოგება მოახერხა.

რუსეთი 17:22 საქართველო • რუსებს 7-კაცა რაგბიშიც მოვუგეთ 🇬🇪🇬🇪🇬🇪

რუსეთი 17:22 საქართველო • რუსებს 7-კაცა რაგბიშიც მოვუგეთ 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 20 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები