Thumbnail

'თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია' - ქართველი ფორვარდი ესპანეთში ითამაშებს?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 23 წლის ლევან შენგელია, შესაძლოა. კადისში გადავიდეს
  • რას წერს ესპანური მედია სავარაუდო ტრანსფერზე

ესპანური მედიის ინფორმაციით, დინამო თბილისის ფორვარდი ლევან შენგელია ლა ლიგა 2-ის კლუბ კადისში გადადის.

Diario de Cádiz-ის ცნობით, ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაკვნით ფაზაშია შესული და, დიდი ალბათობით, 23 წლის ქართველი სამხრეთულ კლუბში ითამაშებს: "მე-20 საუკუნის ცნობილი ფორვარდის, რამაზ შენგელიას მოგვარე, რომელსაც 1982 წლის მუნდიალზე ესპანეთში უთამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, ახლოსაა კადისში გადასვლასთან - ის 23 წლის ლევან შენგელიაა და დინამო თბილისს ეკუთვნის", - წერს ესპანური გაზეთი.

შენგელიას ლეგიონერობის გამოცდილებაც აქვს - ბელგიურ ტუბიცეში და სამხრეთკორეულ დაეჟეონ სიტიზენში უთამაშია. დინამოში კი ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. 

ესპანელები შენგელიას ესპანეთში გაბალასთან დაპირისპირებების შემდეგ ელიან. შენგელიას დინამოსთან კონტრაქტი 31 აგვისტომდე აკავშირებს. 

კადისმა გასულ სეზონში სეგუნდაში მე-7 ადგილი დაიკავა და ცოტა დააკლდა ელიტაში ასვლისთვის ბრძოლის გაგრძელებამდე. გუნდს ეკვატორელ გვინეელი ალვარო წვრთნის. გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორიც ხუან კალა, სერხიო სანჩესი, დეიან ლეკიჩი, ხოსე მარი და სხვები არიან.    

ეროვნულ ლიგაში ლევან შენგელიამ 19 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები