Thumbnail
  • როგორ გამოიყენეს ლა ლიგის კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. 
  • მადრიდელებს საქმე ცუდად აქვთ, მაგრამ მაინც ეკონომია გაწიეს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ესპანურმა კლუბებმა რეკორდული აქტიურობა გამოავლინეს. მათ განახორციელეს 57 გარიგება, საერთო თანხის ოდენობამ კი 315 მილიონი ევრო შეადგინა, რაც შარშანდელი ზამთრის მაჩვენებელზე ბევრად მეტია, - წერს  eurosport.

ლა ლიგაში ერთადერთი კლუბი, რომელსაც ამ ზამთარში ყიდვა-გაყიდვით თავი არ შეუწუხებია, მადრიდის რეალია.

შედარებით აქტიური კლუბები კი ლევანტე, მალაგა და ლას პალმასი აირან, რომლებმაც 7-7 ტრანსფერი განახორციელეს.

რეკორდული ტრანსფერი ვილიარეალმა განახორციელა, რომელმაც თავდამსხმელი სედრიკ ბაკამბუ ჩინურ ბეიცზინ გოანში გაყიდა. აზიურ კლუბს კონგოელი ფეხბურთელი ჯამში 74 მილიონი ევრო (40 მლნ ტრანსფერი, 34 მლნ - გადასახადი) დაუჯდა და შედეგად, სედრიკი გახდა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული აფრიკელი ფეხბურთელი.

სედრიკ ბაკამბუ ჩინეთში წელიწადში 18 მილიონ ევროს მიიღებს.

საინტერესო ფაქტია - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე ნახევარი წლით ადრე, საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გარიგება განახორციელა. სეზონის ბოლომდე ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ერთბაშად 9 მოთამაშე სტაჟირებას ლა ლიგისა და სეგუნდას კლუბებში გაივლის.

ლა ლიგა. ზამთრის ტრანსფერები

მოვიდა: 21 ფეხბურთელი.

წავიდა: 25.

ყველაზე მეტი დახარჯა: ბარსელონა - 131.8 მლნ ევრო

ყველაზე მეტი მიიღო: ბილბაოს ატლეტიკш - 65 მლნ ევრო.

საუკეთესო ბალანსი: ვილიარეალი - +38.5 მლნ ევრო.

უარესი ბალანსი: ბარსელონა - -125.3 მლნ ევრო.

უდიდესი შიდა ტრანსფერი: ინიგო მარტინესი (32 მლნ ევრო), სოსიედადიდან - ბილბაოს ატლეტიკში.

უდიდესი ტრანსფერი სხვა ლიგიდან: ფილიპე კოუტინიო (120 მლნ ევრო), ლივერპულიდან -  ბარსელონაში.

უდიდესი ტრანსფერი სხვა ლიგაში: ემერიკ ლაპორტი (65 მლნ ევრო), ბილბაოს ატლეტიკიდან - მანჩესტერ სიტიში.

კომენტარები

ბოლო ამბები