Thumbnail

მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსანთა მატჩების მსაჯები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბინ მსოფლიო თასის მატჩებზე მსაჯთა ბრიგადები დანიშნა
  • ბორჯღალოსნებს რამდენიმე ცნობილ მსაჯთან თამაში მოუწევთ

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს თასის მატჩებზე მსაჯები შეარჩია. საქართველოს ნაკრები ტურნირს 23 სექტემბერს უელსთან მატჩით დაიწყებს, სადაც მსაჯი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც საქართველოსა და არგენტინის 2017 წლის მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

საქართველოს მატჩებს ორი ინგლისელი, ახალზელანდიელი და ფრანგი მსაჯები გაუძღვებიან. მსოფლიო რაგბი მუდმივად მუშაობს მსაჯთა დონის ამაღლებაზე და იმედი გვაქვს, რომ 'ბორჯღალოსნებს' მსაჯები პრობლემებს არ შეუქმნიან.

მატჩებისა და მსაჯების განრიგი

23 სექტემბერი - საქართველო V უელსი - მთავარი მსაჯი ლუკ პირსი. გვერდითა მსაჯები: ბენ ოქიფი და მეთიუ ქარლი. ვიდეორეფერი როუან ქითი.

29 სექტემბერი - საქართველო V ურუგვაი - მთავარი მსაჯი ვეინ ბარნსი. გვერდითა მსაჯები: პოლ ვილიამსი და ალექსანდრ რუისი. ვიდეორეფერი მორის იონკერი.

3 ოქტომბერი - საქართველო V ფიჯი - მთავარი მსაჯი პოლ უილიამსი. გვერდითა მსაჯები იაკო პეიპერი და მეთიუ ქარლი. ვიდეორეფერი გრემ ჰიუზი.

11 ოქტომბერი - საქართველო V ავსტრალია - მთავარი მსაჯი პასკალ გაიუზერი. გვერდითა მსაჯები ჟერომ გარსეზი და შუჰეი კუბო. ვიდეორეფერი მორის იონკერი.

კომენტარები

ბოლო ამბები