Thumbnail

გოჩა სვანიძე: რუსეთი აღარ ჩამოვა, მეტოქის ძებნა დავიწყეთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რაგბის კავშირის პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
  • გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ რუსეთის შემცვლელი ძებნა დაიწყო

19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს.

რუსეთის რაგბის კავშირის განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.

გოჩა სვანიძე: სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი. 

ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზეიმო ვითარებაში.

ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სანაცვლო მეტოქის ვინაობა გაირკვევა უახლოეს დღეებში.

კომენტარები

ბოლო ამბები