Thumbnail

მეხუთე შტურმში - კიტეიშვილმა ახალი სეზონი გოლით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანიფი 1:4 შტურმი
  • ოთარ კიტეიშვილმა 30-ე წუთზე გაიტანა

ავსტრიაში საფეხბურთო სეზონი თასის გათამაშებით დაიწყო, 1/32 ფინალში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა სტუმრად 4:1 გაანადგურა ანიფი და 1/16 ფინალში გავიდა.

შეხვედრის 30-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში 2:0 გახადა. ქართველი ნახევარმცველი 78-ე წუთზე გამოცვალეს. მანამდე წუთით ადრე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ეს გრაცის კლუბის პირველი ოფიციალური მატჩია 2 ივნისის შემდეგ. მოსამზადებელ პერიოდში შტურმმა 7 ამხანაგური მატჩი გამართა. 

23 წლის კიტეიშვილი შტურმში დინამო თბილისიდან ერთი წლის წინათ, €760 ათასის (ტრანსფერმარკტი) სანაცვლოდ გადავიდა. "ტრანსფერმარკტი" მას €1.5 მილიონად აფასებს. გასულ სეზონში მან ავსტრიულ ბუნდესლიგაში 31 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. გასულ სეზონში მის ანგარიშზე თასზე 1 მატჩში 1 ასისტი იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები