Thumbnail

რუსეთისთვის რაგბიც პოლიტიკაა - დათვები თბილისში აღარ ჩამოდიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 27 აგვისტოს საქართველო-რუსეთი აღარ გაიმართება
  • რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადება

რუსეთის რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება. შეხვედრა თბილისში, 27 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რუსები საქართველოში ჩამოსვლაზე პოლიტიკური მიზეზების გამო უარს აცხადებენ.

"ფედერაცია საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებული აკვირდებოდა. სამწუხაროდ, რადიკალურად განწყობილი ადამიანების ქმედება ამ ქვეყანაში საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 

ამ ყველაფრის განთვალისწინებით, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 27 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა აღარ გაიმართება. 

ჩვენ ვადასტურებთ, რომ დიდად ვაფასებთ პარტნიორობას საქართველოს რაგბის კავშირთან. ჩვენი თამაშის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სოლიდარობაა, პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სხვაობების მიუხედავად. ორივე ნაკრების გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით", - წერია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები