Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
  • ფეხბურთელსა და ბათუმურ კლუბს შორის კონტრაქტი 1,5 წლით გაფორმდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ფრანგული ლიგა 2-ის გრენობლში გამოდიოდა, ამიერიდან ბათუმის დინამოს ღირსებას დაიცავს.

ბათუმურ კლუბსა და ჯაბა ჯიღაურს შორის კონტრაქტი 1,5 წლით გაფორმდა, მისი გახანგრძლივების პერსპექტივით.

#NEWONE #JIGAURI #8

✍🏻🔝🔥 📝 კონტრაქტის ხანგრძლივობა 2,5 წელია!

Posted by Dinamo Batumi on შაბათი, 20 ივლისი, 2019

ჯაბა ჯიღაურმა კარიერა 2011 წელს თბილისის დინამოში დაიწყო და ორი სეზონი იჯარით საჩხერის ჩიხურაშიც ითამაშა, 2017 წლის იანვრიდან კი მაკედონიურ ვარდარში გადაბარგდა, სადაც ერთი წელიწადი გაატარა. ნახევარმცველი მაკედონიიდან ყაზახურ აქტობეში აღმოჩნდა და იჯარით ორდაბასიში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჯიღაური შარშან ივლისში საფრანგეთის ლიგა 2-ის გრენობლში გადავიდა და ჩემპიონატის 13 მატჩში ერთი საგოლე პასით გამოირჩა. 

ჯაბა ჯიღაურს საქართველოს ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული

ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია (2016 წელს, ესპანეთთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში 1:0).

📺 დე ხეას ოქრიაშვილმა ჯიღაურის პასით გაუტანა

ბათუმის დინამო ეროვნული ლიგაში ჩატარებული 21 მატჩის შემდეგ, 39 ქულით სატურნირო ცხრილშე მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ თბილისის დინამოს სულ 2 ქულით ჩამორჩება. 22-ე ტურის მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 4 აგვისტოს, შინ გორის დილასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები