Thumbnail

თუშიშვილი რინერის წინააღმდეგ? IJF-მა ზაგრების გრან პრი დააანონსა

  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ზაგრების გრან პრი დააანონსა
  • მთავარ ფოტოზე გურამ თუშიშვილი და ტედი რინერი არიან

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს გრან პრი 26-28 ივლისს ჩატარდება. საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალური გვერდის მთავარი ფოტო განაახლა, სადაც ტედი რინერი და გურამ თუშიშვილიც არიან გამოსახულნი.

როგორც წესი, მთავარ ფოტოზე ის ძიუდოისტები არიან ხოლმე, რომლებიც ტურნირში გამოდიან, რაც რინერისა და თუშიშვილის კიდევ ერთი დაპირისპირების მოლოდინს გვიჩენს.

თუშიშვილი და რინერი ზაგრების გრან პრის გარეკანზე

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შემადგენლობა იასპარეზებს ზაგრების გრან პრიზე. ყველაფერი მომდევნო ხუთშაბათს, 25 ივლისს, გაირკვევა, როდესაც ზაგრების გრან პრის წილისყრა შედგება.

თუშიშვილი და რინერი კარიერაში ერთმანეთს სულ ორჯერ, 2017 წელს დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ გამარჯვება მსოფლიო ძიუდოს ფრანგ ლეგენდას დარჩა. განსაკუთრებით საინტერესო და დაძაბული მეტოქეების ბოლო დაპირისპირება გახდა, რომელიც ბუდაპეშტში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შედგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები