Thumbnail

როგორ ისვენებს მესი - ექსკლუზიური კურორტი, მზე, ზღვა და ლუდი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინელი შვებულებას ოჯახთან ერთად, კარიბის ზღვის კუნძულზე ატარებს
  • 32 წლის ფეხბურთელი ექსკლუზიურ კურორტზე ისვენებს და ლუდს მიირთმევს

არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი ფეხბურთისგან ისვენებს. 32 წლის სუპერვარსკვლავი დროს მეუღლესა და შვილებთან ერთად, კარიბის ზღვის აუზის კუნძულ ანტიგუაზე, ექსკლუზიურ კურორტზე ატარებს.

კუნძული იმდენად მოწყვეტილია გარე სამყაროს, რომ იქამდე მიღწევა მხოლოდ ნავით შეიძლება, იქ არსებულ ვილაში ერთი ღამის გატარების ფასი კი დაახლოებით 5,5 ათასი ევროა.

ლეო მესის ცოლმა, ანტონელა რაკუცომ თავის ინტსაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელი ლუდის ბოთლითაა აღბეჭდილი.

გასულ სეზონში ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 34 მატჩში 36 გატანილი გოლით გახდა. შვებულებამდე ლეომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრაზილიაში გამართულ კოპა ამერიკაზე იასპარეზა, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები