Thumbnail

ჭრიკიშვილის ეფექტური ილეთი - ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი

  • ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან
  • რჩეულთა შორის ავთანდილ ჭრიკიშვილის მიერ შესრულებული გდებაც მოხვდა 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ ჩატარებული ბუდაპეშტის გრან პრის ხუთ საუკეთესო იპონს შორის, ავთანდილ ჭრიკიშვილის მიერ შესრულებული გდებაც შეიყვანა. 

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 28 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის პირველ წრეში პოლონელი პიოტრ კუჩერა იპონზე ეფექტური ილეთით დააგდო. ჭრიკიშვილის შესრულებული გდება IJF-ის ხუთეულში მეოთხე ადგილზე გავიდა.

📺 ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი 

მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ქართველი ჩემპიონი ბუდაპეშტის გრან პრის ⅛-ფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა. 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გამოსვლა 3 მედლით დაასრულა. ტატო გრიგალაშვილმა (-81) ოქრო მოიპოვა, ბექა ღვინიაშვილი (-90) და გელა ზაალიშვილი (+100) კი ბრინჯაოს დასჯერდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები