Thumbnail

‘იცით, სად ვიყავი 29 წლის ასაკში?’ - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავს MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს
  • შვედმა ჟურნალისტს თავის წარსულზე მიანიშნა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ეგოიზმს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

ESPN-ის ჟურნალისტმა ლოს ანჯელეს გელექსის შვედ თავდამსხმელს ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა თავს MLS-ის საუკეთესო ფეხბურთელად და შეახსენა, რომ კარლოს ველას 19 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.

“თქვენ ამბობთ, რომ MLS-ში საუკეთესო ფეხბურთელი ხართ, მაგრამ არის კიდევ ერთი მოთამაშე ლოს ანჯელესში - კარლოს ველა, რომელსაც 19 გოლი და 12 ასისტი აქვს და მისი გუნდი ლიდერობს. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ საუკეთესო ხართ?” - ჰკითხა რეპორტიორმა იბრას.

“აუცილებლად. თუ ის თავის საუკეთესო ასაკშია… რამდენი წლისაა?” - კითხვა დაუბრუნა ზლატანმა.

ჟურნალისტი: “კარლოს ველა 29 წლისაა.”

იბრა: “29 წლის ასაკში თამაშობს MLS-ში და საუკეთესო ასაკშია. სად ვიყავი მე 29 წლის ასაკში?”

ჟურნალისტი: “თქვენ ევროპაში იყავით.”

იბრა: “დიდი განსხვავებაა. ზუსტად ამას ვამბობ.”

კომენტარები

ბოლო ამბები