Thumbnail

ჰარდენის ინვესტიცია ფეხბურთში - ჯეიმსმა ჰიუსტონის დინამოს აქციები შეიძინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯეიმს ჰარდენმა MLS-ის კლუბ ჰიუსტონის დინამოს აქციები შეიძინა
  • NBA-ს ვარსკვლავმა განაცხადა, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს

NBA-ს სუპერვარსკვლავმა ჯეიმს ჰარდენმა ფეხბურთში ინვესტირება გადაწყვიტა. როგორც MLS-ის კლუბმა ჰიუსტონ დინამომ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა, როკეტსის კალათბურთელმა MLS-ის კლუბის აქციების მცირე პაკეტი შეიძინა.

“მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჰიუსტონ დინამოს და ჰიუსტონ დაშის (ქალთა გუნდი) ერთ-ერთი მფლობელი ვიყო. ვამაყობ, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი - გუნდს აქვს ისტორია და დიდი მომავალი,” - განაცხადა ჰარდენმა.

'წლებია, ფეხბურთის ფანი ვარ და ვიცი, რომ ჰიუსტონს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს!'

NBA-ს სუპერვარსკვლავი ამბობს, რომ ჰიუსტონი მისი სამშობლოა, ფეხბურთი კი ძალიან უყვარს: “ჰიუსტონი ჩემი ქალაქია და ეს ნაბიჯი არის კარგი შესაძლებლობა, ჩემს ქალაქში ინვესტირებისთვის. ფეხბურთი ზოგადად ძალიან მიყვარს, MLS კი უდიდეს პროგრესს განიცდის. წლებია, ფეხბურთის ფანი ვარ და ვიცი, რომ ჰიუსტონს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადვილი იყო,” - დასძინა ჰარდენმა.

ESPN-ის ინფორმაციით, ჯეიმს ჰარდენმა გუნდის აქციების 5-პროცენტიანი პაკეტი შეიძინა. ორივე გუნდის (ქალთა და მამაკაცთა) და BBVA სტადიონის საერთო ფასი, Front Office Sports-ის მიხედვით, მინიმუმ 475 მილიონი დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები