Thumbnail

'არ ჰქონდა მნიშვნელობა ქართულ გუნდს მოვუგებდი, თუ უცხოურს' - კახა ცხადაძე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებელი გამოდგა ქუთაისის ტორპედოსთვის. ქართული გუნდი ორდაბასთან თბილისშიც დამარცხდა და გამოეთიშა ევროტურნირს. ყაზახური გუნდის ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა…

კახა ცხადაძე (ორდაბასის მთავარი მწვრთნელი)

“პირველ ტაიმში ბურთის ამოტანა გვიჭირდა და ამან პრობლემები შეგვიქმნა. მეორე ნახევარში კლასიკურად ვითამაშეთ და დავიმსახურეთ გამარჯვება. ყოველ 3-4 დღეში თამაში გვაქვს და რთული კალენდრის ფონზე, ჩემმა ფეხბურთელებმა იდეალურად შეასრულეს დავალება. რაც შეეხება ტორპედოს, კარგი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც დრო სჭირდება. კახა ჩხეტიანი ჭკვიანი მწვრთნელია.  

ორდაბასმა პირველად გადალახა ევროპული ტურნირის ეტაპი და მიხარია, რომ ეს ჩემ პერიოდში მოხდა. კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და შორს ვიხედებით. ყველა მეტოქეს სერიოზულად უნდა მიუდგე. ხომ ნახეთ, რა დაემართა საბურთალოს, ტობოლი კი ლუქსემბურგულ გუნდთან გამოვარდა. 

მთავარია, რომ ჩემი სამუშაო კარგად შევასრულო. მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ამას ქართულ გუნდთან მოვახერხებდი, თუ უცხოურთან”.

კომენტარები

ბოლო ამბები