Thumbnail
  • ენგორდანი 0:1 (0:6) დინამო თბ
  • 0:1 მეჯუბი (81)

თბილისის დინამო ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩში ანდორის ენგორდანის ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ქართულმა კლუბმა 7:0 იმარჯვა. II საკვალიფიკაციო წრეში დინამოს მეტოქე აზერბაიჯანული გაბალაა, რომლის რიგებშიც ქართველი ლეგიონერი დავით ვოლკოვი თამაშობს. 

თბილისის დინამო ამ თამაშში ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვიდა. I ტაიმში საგოლე მომენტები თითქმის არ ყოფილა, დინამოს სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, ენგორდანის მხრიდან შეიძლება აღინიშნოს საჯარიმო დარტყმა, დინამოელთა გოლკიპერი პერალესი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. 

0:1 მეჯუბი 81'

81-ე წუთზე დინამო 21 წლის ფრანგმა ლეგიონერმა აბდელ მეჯუბმა დააწინაურა. ეს ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა.

ენგორდანი 0:1 (0:6) დინამო თბ.

გოლი: 0:1 მეჯუბი (81)

ენგორდანი (4-2-3-1): რუბიო - აგუერო, ბრიტო (88. ვარელა), რუისი, დევისი - ფერე, სპანო - სერა, ბუარმა, გომესი (87. პეპე) - ლაფონტი (72. ლაბორდა)

დინამო თბ. (4-2-3-1): პერალესი - რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო - ქარდავა, შიშკა (59. ნინუა) - შულაია (55. ქავთარაძე), ზარია (73. კუხიანიძე), დაფე - კუტალია

კომენტარები

ბოლო ამბები