Thumbnail
  • ზაზა ფაჩულია, ჯერჯერობით, კვლავ თავისუფალი აგენტია
  • ClutchPoints ზაზა ფაჩულიას როლზე კლიპერსში

NBA-ს თავისუფალი აგენტების ბაზარზე დარჩენილთაგან ერთ-ერთი ასოციაციის ვეტერანი ზაზა ფაჩულიაა. 35 წლის ქართველმა ცენტრმა 16 სეზონი გაატარა მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში და შემოდგომით მე-17 სეზონს დაიწყებს, NBA-ს 30 კლუბიდან ერთ-ერთი კონტრაქტს თუ შესთავაზებს. 

ცენტრებს შორის თავისუფალ აგენტებში ზაზას მესამე შედეგი აქვს 2018/19 წლების სეზონში ნათამაშები წუთების მიხედვით - 878. 

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა

მას მერე, რაც დეტროიტმა გუშინ მძიმე ფორვარდი კრისტიან ვუდი დაიმატა (რომელსაც ცენტრად თამაშიც შეუძლია), ფაჩულიას დეტროიტში დაბრუნება თითქმის გამოირიცხა. გუშინ შემოგთავაზეთ SportsBlog.com-ის მოსაზრება, რომ ზაზასთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, ინდიანაში თამაში და გოგა ბითაძის მენტორობა. რამდენიმე დღის წინათ, ამერიკული მედია ზაზას გოლდენ სტეიტში დაბრუნებას არ გამორიცხავდა, თუმცა ერთი ვერსია ყველაზე უფრო რეალური ჩანს, არადა, ერთი შეხედვით ის ძალზე აბსურდულია.

ამერიკაში სულ უფრო ხშირად წერენ, ზაზა ფაჩულიას კლიპერსში გადასვლის ალბათობაზე. კლიპერსს თითქმის საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს, თუმცა სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე გაძლიერება ესაჭიროება. 

კლიპერსს 4 კალათბურთელი ჰყავს, ვისაც ცენტრზე თამაში შეუძლია - ხორვატი ივიცა ზუბაცი, მონტრეც ჰარელი, დომინიკელი ანხელ დელგადო და ფრანგი მატია ლესო, რომელიც შარშან გიორგი შერმადინის გუნდელი იყო.

ზაზა კლიპერსში? და რა პრობლემაა? ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ კლიპერსში NBA-ს ჩემპიონი კავაი ლეონარდი გადავიდა, ის მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ლეონარდისა და ზაზას ურთიერთობას კი ჩრდილი 2017 წლის მაისში პლეი ოფში მიადგა, როცა გოლდენ სტეიტისა და სან ანტონიოს სერიის პირველ მატჩში კავაიმ სროლისას ზაზას ფეხი ცუდად დააბიჯა და ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო.

ზაზა V კავაი, 2017 წ.

მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ზაზამ კავაის ფეხი განზრახ "დაუტოვა", თუმცა NBA-მ ეს მოსაზრება უარყო და ქართველი ცენტრი ამ ეპიზოდისთვის არ დაუსჯია. ფაქტია, ამის შემდეგ ფაჩულიას "ბინძურად მოთამაშის" იარლიყი მიეწება, სან ანტონიოს ფანების უმეტესობამ კი ის უბრალოდ შეიძულა. 

ზაზა და კავაი ერთად სან ანტონიოში მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა, კლიპერსში კი, რატომაც არა! მით უმეტეს, რომ ამ სკანდალურ ეპიზოდთან დაკავშირებულ ბოლო ინტერვიუში ლეონარდმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისთვის დავიწყებული წარსულია

ClutchPoints კლიპერსისთვის სამი თავისუფალი აგენტის ვარიანტს გვთავაზობს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ზაზა ფაჩულიაა (ერთი მსროლელი რაიან ანდერსონია, მეორე გამთამაშებელი შელვინ მაკი). 

მეტი ამ თემაზე:

ClutchPoints ზაზა ფაჩულიას როლზე კლიპერსში

"მონტრეც ჰარელმა მეტი სათამაშო დრო დაიმსახურა მას მერე, რაც 2018/19 წლების სეზონში ყველა გააკვირვა კარგი თამაშით. კლიპერსი ცენტრის პოზიციაზე ივიცა ზუბაცს ეყრდნობა, რომელიც ლეიკერსს გაუცვალეს და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ($28 მილიონი).

ჰარელი კარგი შოთბლოკერია, მაგრამ მისი დაცვითი უნარები ლიმიტირებულია. ზუბაციც კი, დოკ რივერსმა როტაციაში გაუშვა, მას მერე, რაც გოლდენ სტეიტთან დაცვაში შეცდომების სერია დაუშვა. 

ამ დროს ფაჩულია, NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესოა ტექნიკურად გუნდურ დაცვაში. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის "სქრინების დაყენების" დიდოსტატია, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია შემტევი გუნდისთვის, ვისაც ლეონარდი და შამეტი ჰყავს. ზაზა აგრეთვე ექსპერტია ფარის დაცვაში, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს, თუ კლიპერსი ლეიკერსს, დენვერს ან ფილადელფიას შეხვდება პლეი ოფში". 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები