Thumbnail
  • ნეიმარს პარი სენ-ჟერმენში დარჩენა არავითარ შემთხვევაში არ სურს
  • თუ ბარსელონაში დაბრუნება არ გამოვა, ბრაზილიელი რეალზე, იუვეზე და ბაიერნზე ფიქრობს

ყველამ იცის, რომ ნეიმარს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს. საიდუმლოს არც ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ბარსელონაში დაბრუნება უნდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, კატალონიურმა გრანდმა პსჟ-ს პირველი წინადადებით უკვე მიმართა, მაგრამ ამ შეთავაზებაზე (დემბელე, კოუტინიო და 40 მილიონი ევრო) უარი მიიღო. ესპანური მედიის ინფორმაციით, თუ ბარსელონაში დაბრუნება არ გამოუვა, ნეიმარს გეგმა B და გეგმა C აქვს.

‘მუნდო დეპორტივოს’ ცნობით, ბრაზილიელმა თავის აგენტ ფინი ზაჰავის უთხრა, რომ მისთვის გეგმა B მადრიდის რეალში, ან ტურინის იუვენტუსში გადასვლაა. იმ შემთხვევაში, თუ რეალში და იუვეში ტრანსფერიც არ გამოვა, ნეიმარის გეგმა C მიუნხენის ბაიერნია.

ნეიმარს პარი სენ-ჟერმენში დარჩენა არ სურს

ხსენებული გამოცემა წერს, რომ ნეიმარი პსჟ-ში დარჩენას გამორიცხავს, თუმცა ხვდება, რომ ბარსელონაში დაბრუნება ადვილი არ იქნება და მოლაპარაკებების პროცესი, შესაძლოა, დიდხანს გაიწელოს. ამიტომ, ბრაზილიელმა ზაჰავის რეალთან, იუვენტუსთან და ბაიერნთან მოლაპარაკებების წარმოებაც დაავალა.

27 წლის ფორვარდის მიზანია, ითამაშოს კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების პოტენციალი აქვს. გამოდის, რომ ნეიმარის აზრით, საუკეთესო შანსი სწორედ რეალს, იუვეს და ბაიერნს (ნაკლები, მაგრამ მაინც) აქვთ.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები