Thumbnail
  • რუბინის ქომაგებმა ლოკომოტივთან მატჩში საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს
  • გამოკითხვაში პირველ ადგილზე კვარაცხელია გავიდა, მეორეზე - დავითაშვილი

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კლუბის გულშემატკივრებმა რუსეთის პრემიერლიგის 1-ელ ტურში, მოსკოვის ლოკომოტივთან მატჩის (1:1) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 

ყაზანური გუნდის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 66-ე წუთზე, თანამემამულე ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად შევიდა. ათი წუთის შემდეგ ხვიჩამ ყოფილ გუნდს გოლი გაიტანა და რუბინს ქულა გადაურჩინა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ყაზანის კლუბმა გამოკითხვა ოფიციალურ საიტზე ჩაატარა. კვარაცხელია საუკეთესოდ რუბინის გამოკითხული ქომაგების 40%-მა დაასახელა, მეორე ადგილზე ზურიკო დავითაშვილი გავიდა (24%). მესამეზე კი რუბინის კაპიტანი ვიაჩესლავ პოდბერიოზკინი (16%).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინში ამ ზაფხულს, მოსკოვის ლოკომოტივში გატარებული ექვსი თვის შემდეგ გადავიდა. ახალგაზრდა გარემარბს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ივნისში, გიბრალტართან შეხვედრაში ჰქონდა. 

ყაზანის რუბინის ქართველები ვარჯიშზე

მეტი ამ თემაზე: 'ნიჭიც აქვს და ხასიათიც' - გრიგალავა და კვარაცხელია 1-ელი ტურის სიმბოლურში

ყაზანის რუბინი, რომლის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილთან ერთად, ბექა მიქელთაძეც იცავს, რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვის დინამოს სტუმრად ეთამაშება (21 ივლისს).

კომენტარები

ბოლო ამბები