Thumbnail

სტარიჯი დასაჯეს! მან თავის ძმას ფული საკუთარ ტრანსფერზე დაადებინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დანიელ სტარიჯი დასაჯა
  • მიზეზი აზარტული თამაშების წესების დარღვევაა
  • როგორც ირკვევა, სტარიჯი თავის ძმას ინსაიდერულ რჩევებს აძლევდა

ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დანიელ სტარიჯი 4-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, მას ფულადი ჯარიმაც დაეკისრა - მას 83 500 ევროს გადახდა მოუწევს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური განცხადებით, სტარიჯმა აზარტული თამაშების წესები დაარღვია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტარიჯმა 2018 წლის იანვარში თავის ძმას, სევილიაში მის შესაძლო ტრანსფერზე ფსონის დასადებად ინსაიდერული რჩევები მისცა. მიზანი, რა თქმა უნდა, ფულის მოგება იყო. საბოლოოდ, სტარიჯი ვესტ ბრომვიჩში იქნა განათხოვრებული. 29 წლის თავდამსხმელი ახლა უკლუბოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები