Thumbnail
  • ფიფა ითხოვს, რომ ირანში მუნდიალის შესარჩევის მატჩებზე ქალებიც დაუშვან
  • ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქალებს ამის უფლება 1981 წლიდან არ აქვთ
  • ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა ირანის ხელისუფლებამაც უნდა თქვას

ირანის ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებზე ქალებიც დაუშვას და მათ ქვეყნის მამაკაცთა ნაკრებისთვის ქომაგობის უფლება მისცეს. ამის შესახებ punchng.com იუწყება.

18 ივლისს, ფიფას წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღანელმა მეჰდი ტაჯმა დადებითად უპასუხა ამ პრობლემასთან დაკავშირებით ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თხოვნას. 

მაგრამ ირანელ ქალებს სტადიონებზე მწვანე შუქი ჯერ კიდევ არ აქვთ ანთებული. აუცილებელია, რომ ამაზე თანხმობა ქვეყნის ხელისუფლებამაც განაცხადოს. 

ირანში სტადიონებზე ქალების დასწრება 1981 წლიდან იკრძალება, ორი წლით ადრე კი ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა. ულტრაკონსერვატორი მორწმუნეების აზრით, ქალი არ შეიძლება იყოს ტრიბუნებზე მყოფი მამაკაცი-ფანატების თავშეუკავებელი ქცევის მომსწრე. 

მეტი ამ თემაზე: 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ირანის ნაკრების მეტოქეები ერაყის, ბაჰრეინის, კამბოჯისა და ჰონკოგის ეროვნული გუნდები არიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები