Thumbnail
  • Bottle cap challenge-ში უამრავი ადამიანი ჩაერთო
  • ფლეშმობის მონაწილეები ბოთლის სახურავს უკვე სხვადასხვა ხერხით ხსნიან
  • ქუთაისელმა მორაგბეებმა ბოთლს თავსახური რაგბის ბურთით მოხსნეს

სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი ძალიან პოპულარულია - Bottle cap challenge, რომლის მონაწილენი ბოთლის სახურავს ფეხით ხსნიან და შემდეგ ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ ჰეშტეგით #bottlecapchallenge.

ფლეშმობში ისეთი ცნობილი ადამიანები ჩაებნენ, როგორებიც ჯეისონ სტეტჰემი, ფლოიდ მეივეზერი, კონორ მაკგრეგორი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

ამერიკის 7-კაცა ნაკრების მორაგბე, კოდი მელფი ფლეშმობს შეუერთდა და ეს წამოწყება გაამრავალფეროვნა. მან ბოთლს თავსახური რაგბის ბურთით მოხსნა.

ფლეშმობს ქუთაისის აიას მორაგბეებიც შეუერთდნენ - გიორგი ღლონტმა და საბა ხონელიძემ მელფისთან შედარებით რთული გზა აირჩიეს. მათ შემთხვევაში სროლის მანძილიც გაზრდილი იყო და გარდა ამისა, სიმაღლეც განსხვავდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები