Thumbnail

ტოჩინოშინი: ბორჯღალოსნებო, გელოდებით იაპონიაში და გგულშემატკივრობთ!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მიმართვას ავრცელებს
  • ის მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატის კეთილი ნების ელჩია

2019 წლის სექტემბერში იაპონიაში რაგბის მსოფლიოს თასი დაიწყება, რომლიც ერთ-ერთი ელჩიც ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძეა. ტოჩინოშინი იაპონიაში ძალიან უყვართ და მას პატივისცემის ნიშნად ტოკიოში ქანდაკებაც დაუდგეს - რაგბის ბურთით ხელში.

მილტონ ჰეიგის ნაკრები მსოფლიოს თასისთვის აქტიურად ემზადება. ახალზელანდიელმა გაფართოებული შემადგენლობა უკვე დაასახელა, რის შემდეგაც ნაკრებმა ინტენსიური მზადება დაიწყო.

ტოჩინოშინმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ ბორჯღალოსნებს წარმატებას უსურვებს და იაპონიაში ელოდება. "გგულშემატკივრობთ, როგორც მსოფლიოს თასის კეთილი ნების ელჩი, თქვენი თანამემამულე და გულშემატკივარი. წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს." - წერს გორგაძე სოციალურ ქსელში.

#Georgia #Rugby #champion #tochinoshin წარმატებები მინდა გისურვოთ! გელოდებით იაპონიაში! 🇯🇵 და გგულშემატკივრობთ!...

Posted by Levan Gorgadze on ხუთშაბათი, 18 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები