Thumbnail

პარანორმალული მოვლენა? შაპეკოენსეს მატჩში ბურთმა უცნაური ტრაექტორიით იფრინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბრაზილიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა
  • შაპეკოენსე-ატლეტიკო მინეიროს მატჩში ბურთმა უჩვეულო ტრაექტორიით იფრინა
  • ზოგიერთებმა შემთხვევა პარანორმალურ მოვლენად შეაფასეს 

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს შაპეკოენსე და ატლეტიკო მინეირო (1:2) ხვდებოდნენ, გულშემატკივრები ბურთის უცნაური ტრაექტორიით ფრენის მოწმენი გახდნენ. 

41-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური მოაწოდეს, რის შემდეგაც ბურთმა ჰაერში უცნაური მოძრაობა შეასრულა. სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი ვიდეო უმალ ვირუსული გახდა, ფეხბურთის ზოგიერთმა გულშემატკივარმა კი მომხდარი პარანორმალურ მოვლენად აღიქვა.

სერიოზულად კი, ბურთის ფრენის ტრაექტორიის უცნაური ცვლილების მიზეზი, ქარი ან ვიდეოტრანსლაციის ხარვეზი უნდა იყოს.

2016 წლის 28 ნოემბერს, თვითმფრავმა, რომლითაც შაპეკოენსე კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ კოლუმბიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან მხოლოდ 6 გადარჩა, მათგან მხოლოდ 3 იყო ფეხბურთელი.

მეტი ამ თემაზე: თავიდან დაბადებულები - რას აკეთებენ შაპეკოენსეს ავიაკატასტროფაში გადარჩენილები

კომენტარები

ბოლო ამბები