Thumbnail
  • რეალის ნახევარმცველის ახალ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა ისევ განიხილება
  • სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, რეალი ხამეს როდრიგესზე უარს აღარ იტყვის

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალის ნახევარმცველის ისკოს ახალ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ განიხილება. ესპანური ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზად იქნება, შეელიოს თავის ფეხბურთელს, თუკი 80 მილიონ ევროს შესთავაზებენ. 

თუკი ამ ფასად 27 წლის ესპანელის შეძენის მსურველი გამოჩნდება, რეალი უარს იტყვის ხამეს როდრიგესის გაყიდვაზე, რომელმაც ბოლო ორი წელიწადი იჯარით ბაიერნში გაატარა. ასეთ შემთხვევაში, მადრიდელები შეეცდებიან, კოლუმბიელი ნახევარმცველი, რომელიც მოლაპარაკებებს ნაპოლისა და ატლეტიკოსთან მართავს, "სანტიაგო ბერნაბუეზე" დატოვონ. 

ხამეს როდრიგესი შესაძლოა ისევ მადრიდში დაბრუნდეს

ისკო ვალენსიას აღზრდილია, 2011 წლიდან ის მალაგაში გადაბარგდა, კიდევ ორი წლის შემდეგ კი რეალში აღმოჩნდა. 2018/19 წლების სეზონში ისკომ საკლუბო დონეზე 37 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან შეთანხმება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

ნახევარმცველის ანგარიშზე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 38 მატჩში გატანილი 12 გოლია. transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 60 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები