Thumbnail
  • ზაფხულის კიდევ ერთი დიდი ტრანსფერი განხორციელდა
  • მატეის დე ლიხტი აიაქსიდან იუვენტუსში გადავიდა
  • 19 წლის მცველმა ტურინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მატეის დე ლიხტის ტრანსფერი აიაქსიდან იუვენტუსში ოფიციალურად დადასტურდა!

ტურინული გრანდის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამსტერდამული კლუბი 19 წლის მცველის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს. იუვემ აიაქსს ეს თანხა 5 წლის განმავლობაში უნდა გადაურიცხოს - ბონუსებით დე ლიხტის ფასი, შესაძლოა, 10,5 მილიონით გაიზარდოს. ჰოლანდიელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. მისი წლიური ხელფასი 12-დან 15 მილიონ ევრომდე იქნება.

📋 მეტი ამ თემაზე

დე ლიხტმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა

ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში, აიაქსი მთავარი აღმოჩენა იყო. შესაბამისად, ამსტერდამელებმა თავიანთი მთავარი ლიდერები ვერ შეინარჩუნეს. 22 წლის ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბარსელონაში გადავიდა (75 მილიონი ევრო), კაპიტანი დე ლიხტი კი - იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა.

მას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 17 მატჩი აქვს ჩატარებული (2 გოლი). იუვემ დე ლიხტისთვის ბრძოლა ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენს, მანჩესტერ იუნაიტედს, მანჩესტერ სიტის და მიუნხენის ბაიერნს მოუგო. ამბობენ, რომ ჰოლანდიელის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც ერთა ლიგის ფინალის შემდეგ დე ლიხტს იუვეში გადასვლა შესთავაზა.

კრისტიან რომეროს (23 მილიონი, ჯენოადან), ლუკა პელეგრინის (22 მილიონი, რომადან), მერი დემირელის (18 მილიონი, სასუოლოდან), აარონ რემზის (არსენალიდან უფასოდ), ჯანლუიჯი ბუფონის (პსჟ-დან უფასოდ) და ადრიან რაბიოს (პსჟ-დან უფასოდ) შემდეგ, მატეის დე ლიხტი იუვენტუსის მეშვიდე ახალწვეულია.

💡 LIGTS 🔛 | Matthijs de Ligt officially signs for Juventus! ✍🏳🏴 📝 http://juve.it/GcjI30p96ea #TURNDELIGTON #LiveAhead

Posted by Juventus on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2019

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, დე ლიხტს ჰოლანდიის ჩემპიონატში უკვე 77 მატჩი აქვს ჩატარებული (8 გოლი, 5 საგოლე პასი, 9 ყვითელი ბარათი, არცერთი გაძევება). ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში მას 2 გოლი აქვს გატანილი - აქედან ერთი სწორედ იუვენტუსს, მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში, ტურინში გაუტანა. ეს გოლი გადამწყვეტი იყო - აიაქსმა იუვენტუსი გააგდო.

დე ლიხტის გამარჯვების გოლი იუვენტუსის კარში - აიაქსმა ტურინში 2:1 მოიგო
გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები