Thumbnail

სიმბოლური ფასი ბილეთზე - საბურთალოს მადლობა გულშემატკივარს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალომ ქომაგებს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა
  • კლუბის გადაწყვეტილებით, ზაგრების დინამოსთან ბილეთის ფასი 1 ლარი იქნება

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე იყვნენ მისულნი მადლობა გადაუხადა. კლუბის განცხადებაში წერია, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა დამატებით მოტივაცია იყო ბოლომდე ბრძოლისთვის.

როლოვიჩის გოლი, რომელმაც საბურთალო მომდევნო ეტაპზე გაიყვანა 📺

როლოვიჩის გოლი

⚽ როლოვიჩმა უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - „საბურთალო“ 1:3 „შერიფი“

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on სამშაბათი, 16 ივლისი, 2019

მომდევნო შეხვედრას საბურთალო 23 ივლისს ზაგრების დინამოსთან გამართავს. ამ მატჩზე გულშემატკივარს დასწრება 1 ლარად შეეძლება. კლუბს სურდა, რომ დასწრება თავისუფალი ყოფილიყო, თუმცა უეფას წესების გამო, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები