Thumbnail
  • ევრობასკეტი 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი თბილისია
  • სლოვენიის დელეგაციის აღშფოთება

15 ივლისს FIBA-მ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქალაქები შეარჩია - თბილისი ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს საკალათბურთო ევროპირველობას. 7 კანდიდატიდან 4-მა იმარჯვა: თბილისმა, პრაღამ (ჩეხეთი), კიოლნმა (გერმანია) და მილანმა (იტალია). ფინალურ ეტაპს გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს. 

ევრობასკეტ 2021-ზე 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებს, როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ფინალურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს. 

წაიკითხე | ისტორიული მოვლენა! საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს

ბუდაპეშტი (უნგრეთი), ტალინი (ესტონეთი) და ლუბლიანა (სლოვენია) დამარცხდნენ. 

წაგებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია სლოვენიელებში, რომელთაც თავი ქუდში ეგონათ. 
აი, რას წერს ტვიტერზე წარსულში ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელი რადოსლავ (რაშო) ნესტეროვიჩი: 

"ყოველი ნორმალური ორგანიზაცია მიყვება და პატივს სცემს წესებსა და სტანდარტებს, რომელთაც თავად აწესებს. მაგრამ ეს არ ეხება ფიბას. სამწუხარო სიმართლეა". 

სანია მოდრიჩი

43 წლის ნესტეროვიჩს ცენტრის პოზიციაზე NBA-ში მინესოტაში, სან ანტონიოში, ტორონტოსა და ინდიანაში უთამაშია.

ნესტეროვიჩმა კარიერა 2011 წელს დაასრულა, ის ფიბაში კალათბურთელთა კომისიის წევრი და სლოვენიის საკალათბურთო ფედერაციის გენერალური მდივანია. 

რას გულისხმობს ნესტეროვიჩი ფიბას მიერ საკუთარი წესების უგულველყოფაში და რა კავშირშია ეს მაინცდამაინც ოთხიდან ერთ-ერთ გამარჯვებულ საქართველოსთან. 

ამისთვის სანია მოდრიჩის ტვიტს უნდა გავეცნოთ.

სანია სლოვენიაში და არა მარტო იქ, ძალზე პოპულარული სატელევიზიო წამყვანი და სპორტული ჟურნალისტია: 

"სლოვენია არ უმასპინძლებს ევრობასკეტს, მაგრამ საქართველო - კი. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ აქვს ფიბას კონტრაქტით გათვალისწინებული დარბაზი. წესები იმისთვის არის, რომ დაირღვეს არა? ასე რომ, ევროპის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ბრძოლები მოუწებს. ეს მხოლოდ კალათბურთში ხდება". 

სლოვენიელები ამტკიცებენ, რომ ფიბას მოთხოვნაა - კანდიდატ ქალაქს არჩევის დროსვე ჰქონდეს დარბაზი და არა პერსპექტივაში, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშია. 

"ფიბას წესებით კანდიდატს უკვე უნდა ჰქონდეს დარბაზი, მაშინ, როცა თბილისში მისი შენება მხოლოდ ახლა დაიწყება. სლოვენიაში მატჩები "სტოჟიცეზე" უნდა გამართულიყო, რომელიც ახლავე მზად არის ევრობასკეტისთვის", - წერს svet24.si.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები