Thumbnail

'არავინ მჭირდება, მშვენიერი გუნდი მყავს' - ამბობს ფრენკ ლამპარდი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლამპარდი ჩელსის სატრანსფერო აკრძალვას გამოეხმაურა
  • "ბურთით ბევრს გვავარჯიშებს" - ამბობს ლამპარდზე კოვაჩიჩი

იაპონიაში მყოფი ჩელსის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი კლუბის გარშემო არსებულ პრობლემას - სატრანსფერო აკრძალვას შეეხო "ვიცი, რომ ახალ ფეხბურთელებს ვერ მოვიყვანთ, მაგრამ მგონი არავინ მჭირდება." - ამბობდა ლამპარდი.

"უკვე 2 კვირაა ბიჭებთან ერთად ვარ და ამაში ყოველდღე ვრწმუნდები." შეგახსენებთ, რომ ჩელსიმ რეალიდან განათხოვრების წესით გადმოყვანილი მატეო კოვაჩიჩი დაიმატა, ასევე კლუბმა დაიბრუნა მეისონ მაუნთი, ახალგაზრდა ინგლისელი, რომელიც ლამპარდის ხელში დერბიში თამაშობდა.

კოვაჩიჩის და მაუნთის დამატების შემდეგ, ჩელსის ვარჯიშზე ზამთარში ნაყიდი - კრისტიან პულიშიჩი გამოჩნდა. დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა შემტევმა გუნდთან ერთად გუშინ პირველად ივარჯიშა.

კომენტარები

ბოლო ამბები