Thumbnail
  • სოსო ფრუიძემ ფოლა ეშთან გამართული მატჩი შეაფასა
  • ქართველი მწვრთნელი გულშემატკივარს ბრძოლას დაპირდა

საჩხერის ჩიხურასთვის ევროსეზონი გრძელდება. სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ ნაბიჯი ჯერ კიდევ ფოლასთან პირველ მატჩში გადადგა, როდესაც ლუქსემბურგში ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. იგივე ანგარიში დაფიქსირდა თბილისშიც და ჩიხურამ 2 მატჩის ჯამში 4:2 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, სოსო ფრუიძემ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამაში იმ სცენარით წარიმართა, როგორსაც თვითონ ელოდა. გარდა ამისა, შეხვედრა ჩიხურას ფეხბურთელებმაც შეაფასეს, რომლებიც მატჩი შედეგით კმაყოფილნი იყვნენ.

სოსო ფრუიძე: დღევანდელი თამაში ისე წარიმართა, როგორც ვივარაუდე. გუშინ პრესკონფერენციის დრო ვთქვი, რომ ამ გუნდს პირველ ნომრად თამაში არ შეეძლო, რადგანაც მათ ამის რესურსი არ აქვთ. როდესაც აგებდნენ, მაშინაც მეორე ნომრად თამაშობდნენ და კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობდნენ. ამ თამაშით მეორე ეტაპზე გაგვიჭირდება და მეტი კონცენტრაცია არის საჭირო, მაგრამ ტრადიციულად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

რატი არდაზიშვილი: რთული თამაში იყო, მაგრამ 2 გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად გამარჯვებისა, მოგება მარტივი არ იყო. ლოკომოტივიდან 6-თვიანი იჯარით გადმოვედი და მიხარია, რომ კლუბში მწვრთნელმა და სამწვრთნელო შტაბმა ნდობა გამომიცხადა. ვეცდებით, რომ მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმი გავაკეთოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

დემურ ჩიხლაძე: კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბურთს ვაკონტროლებდით და შედეგიც მივიღეთ. მომდევნო ეტაპზე ძლიერი გუნდი შეგვხვდება და ბრძოლა მოგვიწევს. მომდევნო თამაშზე ვფიქრობდით, რის გამოც თავი დავზოგეთ და ბოლო წუთები ბურთის კონტროლში გავატარეთ, აქტიურად აღარ ვუტევდით.

კომენტარები

ბოლო ამბები