Thumbnail

'კარგით რა... რა მაქვს დასამტკიცებელი' - კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 18 ივლისი | ⌚ 20:00 | ⚽ ტორპედო (საქართველო) V ორდაბასი (ყაზახეთი)
  • პირველი მატჩი ქუთაისურმა გუნდმა ყაზახეთში 0:1 წააგო

18 ივლისს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ყაზახეთში მასპინძელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. თბილისური მატჩის წინ, ორდაბასის ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა... 

ცხადაძე: ტორპედოსთან მატჩამდე თამაში გვქონდა და ეს იყო ჩვენი მომზადება. გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ვარჯიშისთვის დრო პრაქტიკულად არ გვრჩება. ძირითადად, აღდგენაზე ვართ გადართული. ხვალინდელ თამაშს სერიოზულად ვუდგებით და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

ტორპედომ როგორი შთაბეჭდილება დატოვა პირველ შეხვედრაში?

ცხადაძე: ტორპედოში ამბიციური და კარგი ფეხბურთელები მივიდნენ, გუნდის მთავარი პრობლემა კი შეუთამაშებლობაა. პირველ შეხვედრაში ქუთაისური გუნდი შედეგზე იყო ორიენტირებული და დროის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩვენ ვნახეთ დაცვითი ტორპედო, მაგრამ როგორ შეუტევს ხვალ, ეს გამოცანაა.

როგორ შეაფასებთ ქართული გუნდების ასპარეზობას ევროთასებზე?

ცხადაძე: ვულოცავ საბურთალოს, რომელიც მომდევნო ეტაპზე გავიდა. თბილისურმა გუნდმა პირველი მატჩი ფანტასტიკურად ჩაატარა, საპასუხო შეხვედრის პირველი წუთები კი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რა ანგარიშიც არ უნდა იყოს, მოდუნება არ შეიძლება.

თქვენთვის იქნება თუ არა მოტივაცია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ქართველ გულშემატკივრებს დაუმტკიცოთ?

ცხადაძე: კარგით რა. რა უნდა დავამტკიცო. რა მაქვს დასამტკიცებელი. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ჩემი ერთადერთი მოტივაცია მომდევნო ეტაპზე გასვლაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები