Thumbnail

ავტომატები, პისტოლეტები და რაკეტა - იუვენტუსის ფანატების არსენალი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთში ორგანიზებული რეიდები განახორციელა
  • ტურინში იარაღის არსენალი აღმოჩინეს, რომელიც ფანატთა დაჯგუფებას ეკუთვნოდა

იტალიის პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთში რამდენიმე ორგანიზებული რეიდი განახორციელა, ჩხრეკისას კი მთელი არსენალი აღმოაჩინა: საიერიშო შაშხანები, ავტომატები, პისტოლეტები, თოფები, ჯავშანსაწინააღდეგო ტყვიები… და რაც ყველაზე საინტერესოა, "ჰაერი-ჰაერის" ტიპის რაკეტაც!

სპეციალური ოპერაიცებისა და გამოძიების ბიუროს ტურინის განყოფილების ხელმძღვანელმა კარლო ამბრამ კი განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად გამოიკვეთა კავშირი ნეოფაშისტურ ჯგუფებსა და საფეხბურთო კლუბის, ტურინის იუვენტუსის ულტრასებს (დაჯგუფება Drughi) შორის.

სამართალდამცველებმა ტურინის ერთ-ერთ შენობაში, სადაც სკინჰედები იკრიბებიან, იუვენტუსის ფანატების კუთვნილ იარაღთან ერთად, ნეოფაშისტური სიმბოლიკის ბანერებსაც მიაგნეს.

იუვენტუსის ფანატთა დაჯგუფების არსენალი

პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, მათ შორის იყო 50 წლის ფაბიო დელ ბერჯოლო - სასაზღვრო სამსახურის ყოფილი ინსპექტორი, რომელიც 2001 წელს იტალიის სენატში კენჭს იყრიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები