Thumbnail

ტრანსფერები | ევერტონი არსენალში? ახალგაზრდა ბრაზილიელი 35 მილიონი ღირს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ევერტონი გრანდების ინტერესში კოპა ამერიკის შემდეგ მოექცა
  • ბრაზილიელის ფეხბურთელის სატრასფერო თანხა უცნობია

ლონდონის არსენალს ბრაზილიელი ევერტონის გადაბირება სურს. ამის შესახებ ინგლისური მედია წერს. 23 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე გრემიოს რიგებში ირიცხება. მისი სატრანსფერო თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინგლისურ კლუბს ახალგაზრდა გარემარბი 30-35 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

‘მეთოფეებს’ ტრანსფერის განხორციელებაში ახალი ტექნიკური დირექტორის, ედუს იმედი აქვთ, რომელიც ლონდონურ კლუბამდე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ექიმი უკვე გაფრინდა ბრაზილიაში, რათა ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს.

უნაი ემერის ახალი გარემარბი სჭირდება

ევერტონი კოპა ამერიკამდე ევროპაში უცნობ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. იგი სასტარტო თერთმეტეულში ნეიმარის დაშავების შემდეგ მოხვდა. გარემარბმა ტურნირი წარმატებით ჩაატარა - ფინალში პერუს ნაკრებს გოლი გაუტანა და სელესაოს ტიტულის მოგებაში დაეხმარა. საერთო ჯამში ევერტონმა ტურნირზე 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. ამ შედეგით იგი გათამაშების ბომბარდირი გახდა. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროპული ფეხბურთის გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა.

არსენალის თავკაც უნაი ემერის კლუბში გარემარბის პოზიციაზე ფეხბურთელები სჭირდება. ალექს აივობის და ჰენრიკ მხითარიანს მოედნის ცენტრში მოქმედება ურჩევნიათ. ევერტონი კი ჭეშმარიტი გარემარბია - სწრაფი და ტექნიკური.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები