Thumbnail
  • 18 ივლისი | ⌚ 20:00 | ⚽ ტორპედო (საქართველო) V ორდაბასი (ყაზახეთი)
  • პირველი მატჩი ქუთაისურმა გუნდმა ყაზახეთში 0:1 წააგო

ქუთაისის ტორპედო ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ემზადება. იმერული გუნდის მეტოქე ყაზახური ორდაბასია, რომელსაც კახა ცხადაძე წვრთნის. პირველი მატჩი ყაზახეთში მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. საპასუხო მატჩის წინ, ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენცია გამართა…

ჩხეტიანი: ყაზახეთიდან ჩამოსვლის დღიდან ვემზადებით საპასუხო მატჩისთვის. გავაანალიზეთ პირველი თამაში და გვაქვს გარკვეული მონახაზი. ვეცდებით, რომ ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორიც ჩვენ გვაწყობს.

ტრავმირებული ფეხბურთელები ხომ არ გყავთ?

ჩხეტიანი: დოლიძეს 90 წუთის თამაში ალბათ არ შეუძლია, მაგრამ გარკვეული დროით შეძლებს გუნდის დახმარებას. ახალი ფეხბურთელების ნაწილს სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა უმატებენ და უკეთ ათამაშდებიან. ყველას გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ. დიდი იმედი მაქვს, რომ სტადიონზე ძალიან ბევრი ქართველი იქნება, მათი მხარდაჭერა კი უმნიშვნელოვანესია.

რა პოტენციალს ხედავთ ამ ახალ გუნდში?

ჩხეტიანი: მთავარია, რომ ფინანსური პრობლემები მოგვარდეს და მჯერა, რომ ახალ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში.

ორდაბასმა რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

ჩხეტიანი: კარგად დაბალანსებული გუნდია. დაცვაში ორგანიზებულად თამაშობენ და ყაზახეთში ყველაზე ცოტა გოლს უშვებენ. არც შეტევაში უჭირთ და ეს კახა ცხადაძის დამსახურებაა.

ამ ვითარებაში, რა იქნება ტორპედოს უპირატესობა?

ჩხეტიანი: ყველაფერს ვეცდებით. წინასწარ ნუ მალაპარაკებთ. 5 მცველით არასდროს გვითამაშია, მაგრამ ასე მოხდა ყაზახეთში, რადგან მეტოქემ გვაიძულა. მთავარია, რომ დაგვრჩა შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. გუნდი ორ კვირაში არ კეთდება - ეს ფაქტია, მაგრამ მე მჯერა ამ ბიჭების ნიჭიერების და ჩვენც რაღაც მოვასწარით ამ პერიოდში. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები