Thumbnail
  • SportsBlog.com-მა თავისუფალი აგენტების TOP 5 გამოაქვეყნა
  • ზაზა ფაჩულიას სატრანსფერო ვარიანტები

NBA-ს თავისუფალი აგენტების ბაზარი შეთხელდა, ყველა ტოპვარსკვლავმა ახალი კონტრაქტი გააფორმა, განხორციელდა მნიშვნელოვანი ტრეიდები, თუმცა კიდევ დარჩნენ თავისუფალი აგენტები, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან კონტრაქტებს და მათ შორის არის NBA-ს ქართველი ვეტერანი ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 სეზონი გაატარა, იქნება მე-17-ეც? 

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას ოცნების გუნდი: კობი თუ ჯორდანი? ლებრონი თუ დურანტი?

ფაჩულიას სავარაუდო ტრანსფერზე ამერიკულ მედიაში ბევრი არ დაწერილია - არის საუბარი, რომ ის გოლდენ სტეიტში დაბრუნდება; მეორე ვერსიით, შესაძლოა, დეტროიტმა ზაზა კიდევ 1 სეზონით დაიტოვოს; მესამე ვერსია კი ასეთია - იმის მიუხედავად, რომ კავაი ლეონარდი კლიპერსში გადავიდა, ფაჩულია, შეიძლება, სწორედ კლიპერსში აღმოჩნდეს. კავაი და ზაზა ერთად? საინტერესო იქნება. 

SportsBlog.com-მა თავისუფალი აგენტების ბაზარზე დარჩენილი კალათბურთელების საუკეთესო ხუთეული გამოაქვეყნა და მასში ზაზა ფაჩულიაც მოხვდა. ამ გამოცემას მე-4, საინტერესო ვერსია აქვს ზაზასთვის... 

SportsBlog.com-ის TOP 5

გამთამაშებელი: ტრეი ბურკი (დალასი)

გასულ სეზონში ის მავერიკსის რიგებში საოცარ სტატისტიკას აფიქსირებდა - 20.1 ქულა და 5.4 პასი თამაშში. 

საუკეთესოდ მოერგება: კლიპერსს

მსროლელი: ნიკ სტაუსკასი (კლივლენდი)

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კარგი სტატისტიკა არ ჰქონდა, სტაუსკასს NBA-ში ჯერ თავისი სიტყვა ბოლომდე არ უთქვამს. მისი აყვანა წელიწადში $2.5 მილიონად არის შესაძლებელი

საუკეთესოდ მოერგება: კლივლენდს ან ორლანდოს

მსუბუქი ფორვარდი: ვინს კარტერი (ატლანტა)

საოცარია, რასაც ვინსი 42 წლის ასაკში აკეთებს. ვინსი სტაბილურულობას შემატებს, რომელიმე ახალგაზრდულ გუნდს.

საუკეთესოდ მოერგება: ფინიქსს

მძიმე ფორვარდი: ლუკ მბა ა მუტე (კლიპერსი)

2018/19 წლების სეზონის დიდი ნაწილი მუხლის ტრავმის გამო გააცდინა. ის კარგი შენაძენი იქნება ჰიუსტონისთვის, საიდანაც წასვლა თავის დროზე არაფრით სურდა.

საუკეთესოდ მოერგება: ჰიუსტონს

ცენტრი: ზაზა ფაჩულია (დეტროიტი)

დიახ, ზაზას კარიერა დასასრულისკენ მიდის. თუმცა ჯერაც, ის საშუალოდ (36 წუთში) 10.9 ქულას, 10.9 მოხსნასა და 3.7 პასს აკეთებს. სავარაუდოდ, მას ახლო კავშირი აქვს პეისერსის მიერ არჩეულ გოგა ბითაძესთან. ზაზამ საჯაროდ შეაქო ბითაძე და კარგად დაახასიათა. 

ზაზას შეუძლია იყოს კარგი მენტორი ბითაძისთვის. გასახდელში მის ნათქვამს ფასი აქვს. თან ის შეიძლება იყოს გუნდის მე-12 კალათბურთელი. 

საუკეთესოდ მოერგება: ინდიანას 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები