Thumbnail

'ნიჭიც აქვს და ხასიათიც' - გრიგალავა და კვარაცხელია 1-ელი ტურის სიმბოლურში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში გოლით ორი ქართველი გამოირჩა
  • გრიგალავა და კვარაცხელია პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ
  • სპორტ-ექსპრესი ხაზს ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭიერაბასა და ხასიათს უსვამს

რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში გატანილი გოლით ერთბაშად ორი ქართველი ლეგიონერი გამოირჩა. გია გრიგალავას ეფექტურმა დარტყმამ, ტულის არსენალი მარცხისგან საშინაო მატჩში მოსკოვის დინამოსთან გადაარჩინა (1:1), ხვიჩა კვარაცხელიამ კი ყაზანის რუბინს ქულა სტუმრად მოსკოვის ლოკომოტივთან მოუტანა (1:1).

პოპულარულმა რუსულმა სპორტულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" ორივე ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ტურის საყურადღებო ფაქტებში კი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა.

ხვიჩა კვარაცხელია, რუბინის ნახევარმცველი
დასაჯა ყოფილი კლუბი, მაგრამ გოლი არ აღნიშნა

18 წლის კვარაცხელიამ ლოკომოტივი, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა, ამ ზაფხულს ყაზანის რუბინზე გაცვალა. თავად ფეხბურთელის თქმით, მას არ აკმაყოფილებდა შეთანხმების ხანგრძლივობა ფორმატით "1+3", მაგრამ ამ ისტორიაში გარეულები არიან აგენტებიც. როგორც უნდა იყოს, ქართველ ნახევარმცველს ძალიან ცივად შეხვდა ლოკოს ფანატების ტრიბუნა და შეცვლაზე შესულს უსტვინა. 

ხვიჩამ ამას თამაშით უპასუხა: რამდენიმე წუთში გაიტანა გოლი და თავის ყოფილ გუნდს ორი ქულა დააკარგვინა. და რაც არანაკლებ გასაკვირია, გატანილი გოლი არ იზეიმა, თამაშის დასრულების შემდეგ კი არ შეშინდა და მასპინძელ ფანატთა ტრიბუნასთანაც მივიდა. როგორც ჩანს, ამ ბიჭს არამხოლოდ ნიჭი, ხასიათიც აქვს.

რუსეთის პრემიერლისი 1-ელი ტურის სიმბოლური ნაკრები სპორტ-ექსპრესის ვერსიით 

გია გრიგალავას გუნდი ტულის არსენალი რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში სტუმრად სამარის კრილია სოვეტოვს დაუპირისპირდება (20 ივლისს), ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ყაზანის რუბინი კი გასვლაზე მოსკოვის დინამოსთან ითამაშებს (21 ივლისს). 

კომენტარები

ბოლო ამბები