Thumbnail

'კლუბს არ გაეკაროს!' - ნიუკასლის ფანები ახალ მწვრთნელს ასე შეხვდნენ

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნიუკასლმა დღეს სტივ ბრიუსი წარადგინა
  • ბრიუსი 2009-11 წლებში ნიუკასლის მთავარ მტერს - სანდერლენდს წვრთნიდა...

ნიუკასლ იუნაიტედმა რაფა ბენიტესის შემცვლელი დღეს წარადგინა, გამოცდილი ინგლისელი - სტივ ბრიუსი, რომელიც სხვადასხვა დროს ბირმინგემ სიტის, უიგანს, სანდერლენდს და ჰალ სიტის წვრთნიდა.

ასევე განიხილებოდა პარიკ ვიეირას და სტივენ ჯერარდის კანდიდატურები, თუმცა კლუბმა არჩევანი ბრიუსზ შეაჩერა. "მისი გამოცდილება და კვშირები დაგვეხმარება" - ამბობენ ნიუკასლში.

თუმცა მისი დანიშვნით ფანები კმაყოფილი არ ჩანან. "რაფა ბენიტესი გვყავდა და ახალ ჩემპიონშიფის საშუალო დონის ტიპს უნდა დავჯერდეთ" - ამბობენ ჯორდები.

"შეხედთ მის კარიერას - გაუშვეს, გადადგა, გაუშვე, გაუშვეს, გადადგა... ასეთი კაცი არაფერში გვჭირდება, თან ვითომ ჯორდია, მაგრამ ეგეც არ არის..." - შეგახსენებთ, რომ ბრიუსი 2009-11 წლებში ნიუკასლის მთავარი მოწინააღმდეგის - სანდერლენდის მწვრთნელი გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები